80
10 ივლისი 2024, 17:13
ექსპერტის თქმით, პელმანისთვის უარის საფუძველი მისი პოზიცია გახდა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ანალიტიკოსის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ამ გადაწყვეტილებას სერიოზულად ეკიდება და საპასუხო განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ უკრაინული მხარე დეპუტატის ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარ იყო ინფორმირებული, გერმანიას კი, არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინაში არასასურველ პირთა სიების არსებობის შესახებ.
დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რიტორიკულ კითხვას სვავს - რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ევროპელი ლიდერების მიმართ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მათ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვეს, 2024 წელს კი საქართველოს სამხედრო დახმარება შეუჩერეს.
„რუბრიკიდან - "დავეწიოთ უკრაინას“.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულად ეკიდება უკრაინის გადაწყვეტილებას - უარი თქვას ქვეყანაში ბუნდესტაგის დეპუტატ ზერენ პელმანის შეშვებაზე. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პელმანის ვიზიტის თაობაზე უკრაინული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული და გერმანიის საგარეო უწყება არ იყო საქმის კურსში, რომ უკრაინაში არსებობს არასასურველ პირთა სიები.
არაოფიციალური მონაცემებით, უარის საფუძველი დეპუტატ პელმანის თითქოსდა უარყოფითი პოზიცია გახდა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე. რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც: უარი განაცხადეს 2008 წელს მოსკოვისთვის სანქციების გამოცხადებაზე, 2009 წლიდან რეგულარულად მონაწილეობდნენ წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმებში, ხოლო 2024 წლიდან "პარტნიორ" საქართველოს, რუსეთის მხრიდან შესაძლო მომდევნო აგრესიასთან გამკლავების მიზნით, სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე - უარს ეუბნებიან.
ეს იყო რიტორიკული შეკითხვა, რუბრიკიდან "დავეწიოთ უკრაინას" - რაღაცაში მაინც...“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |