ზაალ მიქელაძე „ნაცმოძრაობას“: „ნაცობა“ ტეხავს! ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ჭაობში - ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებთ უახლოეს ისტორიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 09 ივლისი 2024, 13:45

„ძალიან საინტერესო კვირეული აქვს ოპოზიციას... მგონი, ჩვენ გასაკეთებელ საქმესაც გვიადვილებენ. შემოდგომაზე დაგეგმილ „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესამდე თვითგანადგურება დაიწყეს: პარტიული სიის შედგენა დაიწყეს ჟარგონული მორალით -„ნაცობა ტეხავს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე წერს.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ნაცმოძრაობას ჭაობში აღარ ჩაჰყვება.

„აქვე, მათ იდეოლოგიური „მამების" გზავნილიც წამოეწიათ, თითქოს რაიმე კითხვის ნიშანი იყოს ჩვენს ევროპულ კურსთან მიმართებაში და გაჩნდა - „საუკეთესო იარაღი ჩვენს ხელში“ - ოპოიდეოლოგების სტანდარტული მოჭიდება ხავსზე.

ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ამ ჭაობში. ვიცით, კიდევ ბევრი მესიჯი იქნება არჩევნებამდე თქვენს გადასარჩენად, მაგრამ ხალხი ბრძენია. სათაურში სახელის დამალვა (პარტიის ნომრის დატოვება ნაცმოძრაობის გარეშე) ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებს უახლოეს ისტორიას. ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა,“ - წერს ზაალ მიქელაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი