გია აბაშიძე: „გლობალური ომის პარტიის“ სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები, ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია, ნეოკონსერვატორები, რომელთა ინტერესებშია სხვა ქვეყნებზე ბატონობა და სიმდიდრის მოპოვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 08 ივლისი 2024, 17:58

იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დამარცვლით აუხსნა „ნაცჟურნალისტებს“ თუ რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია“, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალებისგან განსხვავებით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რომ „გლობალური ომის პარტიის“ სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები, ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია, ნეოკონსერვატორები და პოლიტიკურად თუ ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლებსაც ნგრევის და ომის ფასად სურთ ქვეყნებზე ბატონობა და გამდიდრება.

„იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამარცვლით აუხსნა „ნაცჟურნალისტებს" თუ რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია“, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის.
მარგინალ რევანშისტებზე დამოკიდებული მოკლებულია ელემენტარული ანალიზის უნარს, არასდროს ეცნობა საერთაშორისო მედიას (თუნდაც ქართულად ან Google Translate-ით), არ იცის თუ რას ნიშნავს warmongers, warmongering (ომის წამქეზებელი/წამქეზებლობა). თუმცა, „ნაცაუტსაიდერებისგან“ განსხვავებით, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ „გლობალური ომის პარტიის“ სუბიექტებს წარმოადგენენ: დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები; ტრანსნაციონალური კრედიტორები; ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია; ნეოკონსერვატორები, რომლებსაც საქმით არაფერი აქვთ საერთო კონსერვატიზმთან; და პოლიტიკურად, ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლის ინტერესებშია სხვა ქვეყნებზე ბატონობა და კოლოსალური სიმდიდრის მოპოვება ნგრევის, ომისა და სისხლის ფასად“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი