დავით ქართველიშვილი საქართველოში უკრაინელი ბავშვების დასვენებაზე: თუკი არსებობს ქართული სტუმარმასპინძლობის უმაღლესი დონე, ის უნდა გამოვიჩინოთ უკრაინელი მებრძოლების შვილების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 08 ივლისი 2024, 12:48

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს სხვადასხვა ახალგაზრდულ ბანაკში უკრაინელი ბავშვების დასვენებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში აფასებს იმას, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთან პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სტუმრობას. როგორც ქართველიშვილი წერს, პრემიერ-მინისტრის სტუმრობა ამ ბავშვებთან არის ქართველობის და მართლმადიდებლობის გამოვლინება.

ქართველიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ობლების, ფრონტის წინა ხაზზე დღესაც მებრძოლი მამების, ომის კოშმარით გადაღლილი შვილების პატრონობა ქართველობის და მართლმადიდებლობის გამოვლინებაა.

„თუკი არსებობს ქართული სტუმარმასპინძლობის უმაღლესი დონე, ის უნდა გამოვიჩინოთ უკრაინელი მებრძოლების შვილების მიმართ, რომლებიც ამჟამად საქართველოს სხვადასხვა საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მათ შორის არიან ობლებიც, მათ შორის არიან ფრონტის წინა ხაზზე დღესაც მებრძოლი მამების, ომის კოშმარით გადაღლილი შვილები. პრემიერ-მინისტრის სტუმრობა ამ ბავშვებთან არის ქართველობის და მართლმადიდებლობის გამოვლინება, სწორედ რომ სახარებისეული პრინციპით: „ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა".

ღმერთმა ამ პატარა უკრაინელებს უახლოეს ჟამს საკუთარ სამშობლოში მშვიდობით დაასაჩუქროს, საქართველოდან სახლში დაბრუნებულებს ცოცხალ და ჯანმრთელ მშობლებს ჩაახუტოს, ხოლო ქართველ დედებსა და მამებს თავისი შვილებისთვის ამ უკრაინელი ბავშვების ხვედრი თავიდან ააცილოს," - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი