53
06 ივლისი 2024, 11:02
ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ ხსენებულს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და აშშ-ს იმედი აქვს, რომ საქართველოს მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება და ამისთვის აშშ ინტენსიურად მუშაობს და სწავლების გადადებაც ამ გეგმის ნაწილია. მანვე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ სუფთად და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამერიკელები სამხედრო სწავლებასაც აღადგენენ და კიდევ ბევრ სხვა რამეს დაამატებენ.
„გულზე ხელი დაიდეთ, რამდენმა გახსნა პენტაგონის ვებგვერდი და ბოლომდე წაიკითხა სრული ტექსტი საქართველოში „Noble Partner”-2024 („ღირებული პარტნიორი“-2024) წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადებაზე?! ვინძლო ბევრმა არა. ტექსტში განსაკუთრებით საგულისხმო ბოლო პარაგრაფებია, სადაც წერია, რომ:
აშშ გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, და ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ წვლილს რაც მის პარტნიორებს (ამ შემთხვევაში საქართველოს) შეაქვს ასეთ სწავლებებში. იქვე ხაზგასმულია, რომ აშშ შეერთებული შტატები „მოუთმენლად ელის“ მომავალ თანამშრომლობას პარტნიორებთან (ანუ საქართველოსთან) 2025 წელს და ა.შ.
პირადად ჩემთვის, სწორედ ეს ბოლო ორი პარაგრაფია მნიშვნელოვანი, ვიდრე განცხადების დასაწყისში მოყვანილი “blabla.” მნიშვნელოვანია სწორედ პოლიტიკური დატვირთვის გამო. აშშ გვეუბნება და არა მარტო ჩვენ (კიდევ ვის-გასაგებია!), რომ ხელს არ გაგიშვებთ, დახმარებას გავაგრძელებთ, აი სამხედრო სწავლებას კი 2025 აღვადგენთო. ეტყობა, იმედი აქვთ რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება. ამისთვის კი აშშ ინტენსიურად მუშაობს და სწავლების გადადებაც ამ გეგმის ნაწილია.
მაგრამ თუ არჩევნებში ქ/ოცნებამ სუფთად და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამერიკელები სამხედრო სწავლებასაც აღადგენენ და კიდევ ბევრ სხვა რამეს დაამატებენ.
P.S. სამხედრო სწავლების ჩატარება, მითუმეტეს შორეულ საქართველოში, ამერიკულ ბიუჯეტს ფული უჯდება. პრაგმატული ამერიკელები კი ერთ ცენტსაც არ ჩადებენ ისეთ საქმეში, სადაც ინტერესი არ აქვთ და სარგებელს არ ელოდებიან. როგორც ერთმა ნაცნობმა სამხედრომ მითხრა, საქართველოში ჩატარებული წვრთნებით, ამერიკელებიც იღებენ კარგ სარგებელს - დეტალებს არ მოვყვები“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |