დავით ქართველიშვილი: გურამ კაშიამ ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა, ხოლო უსამშობლო არსებებმა უკვე აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 04 ივლისი 2024, 23:29

ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ელემენტარული ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა ქართველი გულშემატკივრის, ფონდ "ქართუსა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ მხარდაჭერისა და ქველმოქმედების გამო, რომელიც ჩვენმა გუნდმა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების მხრიდან დამსახურებულად მიიღო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უსამშობლო არსებებმა დღეს უკვე კაშია აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს.

„ახალი აღთქმა: სახარება და სამოციქულო - არაერთ მოძღვრებას უთმობს ადამიანის უმადურებისა და მადლიერების თემას. წმინდა პავლე მოციქული ამაზე შორს მიდის და პირდაპირ გვაფრთხილებს: "უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი, გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდეთ".

დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ელემენტარული ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა ქართველი გულშემატკივრის, ფონდ "ქართუსა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ მხარდაჭერისა და ქველმოქმედების გამო, რომელიც ჩვენმა გუნდმა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების მხრიდან დამსახურებულად მიიღო. ხოლო პავლე მოციქულის მიერ გამოტანილი განაჩენის მატარებელმა უსამშობლო არსებებმა დღეს უკვე კაშია აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო - მიწასთან გაასწორეს. დავუჯეროთ მოციქულ პავლეს - ვერიდოთ ასეთებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი