გია აბაშიძე: სად არის დაპირებული სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 03 ივლისი 2024, 21:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის თქმით, ჩნდება შეკითხვები - სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან და შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან.
ჩნდება შეკითხვები - სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი (გრიგოლ ლილუაშვილიც იყო ამას წინათ ვაშინგტონში) აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან?“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი