ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ძირითადად აღქმებს ეფუძნება და იქ კონკრეტულ ფაქტებს ვერ ნახავთ - დავით ჩიხელიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 03 ივლისი 2024, 17:39

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სიცრუე გაავრცელა. ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ძირითადად აღქმებს ეფუძნება და იქ კონკრეტულ ფაქტებს ვერ ნახავთ, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არავინ ამბობს, რომ საქართველოს აქვს უფლება, იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მის წინაშე არსებულ გამოწვევას გაუმკლავდეს. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სიცრუე გაავრცელა.

ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული სტილის კანონად არის მოხსენიებული. საინტერესოა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ძირითადად აღქმებს ეფუძნება და იქ კონკრეტულ ფაქტებს ვერ ნახავთ.

გაუგებარია, რატომ არის კანონი რუსული სტილის იმ დროს, როცა იმავე კანონი, ოღონდ უფრო მკაცრი, კანადაში კანადურია, ხოლო საფრანგეთში ფრანგული. გაუგებარია, რატომ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესები მეათეხარისხოვანი და რატომ არავინ ამბობს, რომ საქართველოს აქვს უფლება, იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მის წინაშე არსებულ გამოწვევას გაუმკლავდეს. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევებზე გამკლავების შესაძლებლობას გვაძლევს.

ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაში საუბარი ასევე შეეხო 26 ოქტომბრის არჩევნებს და დამკვირვებელთა მობილიზებას, რაც ცალსახად მისაღები ფაქტია, რადგან ისევე, როგორც გასული არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი