გია აბაშიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს ანტიქართული და ანტიდასავლური რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მსგავსი პრაქტიკა საყოველთაოდ დასაგმობია და მიანიშნებს ოკუპანტი რუსეთის კვალზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 02 ივლისი 2024, 22:39

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს ანტიქართული და ანტიდასავლური რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მსგავსი პრაქტიკა საყოველთაოდ დასაგმობია და მიანიშნებს ოკუპანტი რუსეთის კვალზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებულ განცხადებას.

აბაშიძის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი არასდროს გასცემს თანხმობას ისეთ რეზოლუციებზე, რომლებიც ანტიეროვნულია, მიკერძოებულია, უარგუმენტოა და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს ანტიქართული და ანტიდასავლური რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მსგავსი პრაქტიკა საყოველთაოდ დასაგმობია და მიანიშნებს ოკუპანტი რუსეთის კვალზე. რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ "ქართული ოცნების" ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყვეს და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. „ნაცმოძრაობის" ხელისუფლება სიამოვნებით მოაწერდა ხელს, როგორც მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს 2008 წლის #1633 კაპიტულანტურ დოკუმენტს. ხოლო "ქართული ოცნების" გუნდი არასდროს გასცემს თანხმობას ისეთ რეზოლუციებზე, რომლებიც ანტიეროვნულია, მიკერძოებულია, უარგუმენტოა და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი