გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 02 ივლისი 2024, 17:51

სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა, სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის მიერ ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ შეცვლილ გადაწყვეტილებაზე.

როგორც ანალიტიკოსი წერს, გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.

„ფსევდო-პრეზიდენტს რაციონალიზმი შერჩა? რა საჭირო იყო გაუგონარი თავხედობა და არაადეკვატურობა ეროვნული ნაკრების შერჩევით დაჯილდოებაზე?! სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა, სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება. ჩემპიონატზე ასპარეზობამდე სტიმულიც კი არ მისცა ფეხბურთელებს, რომლებმაც აჩვენეს ღირსება და გერმანიაში, მათთან შესახვედრად მისული ზურაბიშვილი დამსახურებულად არ დააიგნორეს.

სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით, ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.
ნაცვლად მის მიერ დაანონსებული სექტემბრის თვისა, მან ახალი გადაწყვეტილება დაჩქარებულად, დღევანდელი რიცხვით მიიღო. მანამდე, ე.წ. პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი