ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში არის „ვენესუელის სცენარის" ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 02 ივლისი 2024, 11:24

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვენესუელის მიერ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების განახლებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სულ რაღაც 3,5 წლის ვენესუელის საზოგადოებამ და მისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა გაუძლეს აშშ-ს მიერ არნახულ ზეწოლას, სანქციებს და ქვეყანა არ დაანებეს გარე ძალებს და მათ დიქტატს.

ანჯაფარიძის თქმით, საქართველოში არის "ვენესუელის სცენარის" ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.


„ვენესუელა განაახლებს პირდაპირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის მიზნით. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
არადა, სულ რაღაც 3,5 წლის უკან აშშ-მ (და მისი ზეგავლენით ევროპამ) ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო სცნო. ამერიკელები ერთხანს ეკურკურებოდნენ გუაიდოს როგორც ვენესუელის "გარდამავალ პრეზიდენტს," უკვე ლიდერად მიიჩნევენ და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებაზე საუბრობდნენ... ანუ დაახლოებით ის რიტორიკა, რაც დღეს მათგან საქართველოს მიმართ ისმის
თუმცა, ვენესუელის საზოგადოება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტები რომ იტყვიან მაგრად დადგნენ, გაუძლეს არნახულ ზეწოლას, სანქციებს და ქვეყანა არ დაანებეს გარე ძალებს და მათ დიქტატს.
"„მე მხარს ვუჭერ დიალოგს, ურთიერთგაგებას, ჩვენი ურთიერთობების მომავალს, ცვლილებას ვენესუელას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრული პატივისცემით“, - აღნიშნა მადურომ.
მე ვერ გეტყვით ზუსტად, განმეორდება თუ არა საქართველოში "ვენესუელის სცენარი," თუმცა არის ამის გარკვეული ნიშნები. არადა, რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ "იქ", ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ვენესუელა ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი