ზაალ ანჯაფარიძე: „კეზერას“ ენმ-ზე დამატებითი თანხების გადახდა არ სურს, ენმ-ს კი ფული სჭირდება. შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 02 ივლისი 2024, 10:19

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვით „ნაცმოძრაობის“ სიაში მოხვედრა მილიონიდან იწყება.

ანჯაფარიძის თქმით, დავით კეზერაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამატებითი თანხების გადახდა არ სურს შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა.

„პასუხი კითხვაზე - არის თუ არა რეალური ინფორმაცია, ნაცმოძრაობის მიერ სიაში ადგილების გაყიდვაზე? დიდი ალბათობით არის უფრო "კი" ვიდრე "არა." რატომ? პირველი - სიაში ადგილების გაყიდვის პრაქტიკა ენმ-თვის უცხო არ არის, და საქმეში ჩახედულებმა იციან როგორც მოხვდნენ მის სიაში ზოგიერთები 2020 წლის არჩევნებზე და უფრო ადრეც მეორე - სავარაუდოდ, კეზერაშვილის როგორც ბიზნესმენის და ენმ, როგორც პარტიის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. „კეზერას“ ენმ-ზე დამატებითი თანხების გადახდა არ სურს, ენმ-ს კი ფული სჭირდება, თანაც ბევრი ფული. შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა. თუმცა, იმ ბიზნესმენებს რაში უნდა უღირდეთ, ჩასაძირად განწირულ და ფსკერ გახვრეტილ პარტიაში მილიონების ჩასხმა? ესაა კითხვა .....“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი