მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 01 ივლისი 2024, 17:42

ვამაყობ რომ ქართველი ვარ! - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში წერს.

"რთულია, გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს, რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შესძლო,თითქოს, ამ დაუღალავმა 33 წლიანი წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა,ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი. ვისაც ოდესმე ვიცნობდი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთვამს, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე.
ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხვდით, რომელთა წინააღმდეგ “ბურთი მრგვალი” არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თუმცა, ესეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ, წყნარად მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს, საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა. ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუმკაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე, როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!" - აღნიშნავს იგი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი