84
01 ივლისი 2024, 17:41
ყველას ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით და შრომით. ვარ უზომოდ ამაყი და ბედნიერი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, უფრო ძლიერები,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ეს პერიოდი და დღეები არასდროს დამავიწყდება! მთელი ქვეყანა გავერთიანდით და ყველას ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით და შრომით. ვარ უზომოდ ამაყი და ბედნიერი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით უფრო ძლიერები. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს! მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფს და ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანს“- წერს ჩაკვეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |