ბაჩო ოდიშარია: ნაკრებს ყოველთვის აკლდა გამარჯვებულის მენტალობა, რადგან ნაკლები იყო თვითრწმენა და ეს თვითრწმენა გაჩნდა, როდესაც საკუთარი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად ბრძოლა დავიწყეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 29 ივნისი 2024, 15:24

ეროვნული კინოცენტრის ფილმ-წარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია ნაკრების მერვედფინალში გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს.

ბაჩო ოდიშარიას შეფასებით, ნაკრებს ყოველთვის აკლდა გამარჯვებულის მენტალობა, ვერ მიგვყავდა საქმე ბოლომდე, რადგან ნაკლები იყო თვითრწმენა, თვითრწმენა იმის, რომ თანასწორები ვიყავით“.

მისივე თქმით, გამარჯვებულის მენტალიტეტიც ასე დაიბადა, როგორც ქვეყანაში, ისე მის მიკროვერსიაში, რაც ეროვნული ნაკრებია, რომელიც საერთაშორისო დონეზე საკუთარი სამშობლოს ღირსებისთვის იბრძვის.

ბაჩო ოდიშარია მადლობას უხდის ეროვნულ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ღირსეული ქომაგობა გამოუცხადა ბიჭებს.

“ჩვენი ნაკრების ისტორიული გამარჯვება იმ დიდი და კომპლექსური პროცესების ნაწილია, რაც მთლიანად ქართულ სახელმწიფოში განვითარდა ბოლო წლებში. ჩვენ ნაკრებს ყოველთვის აკლდა გამარჯვებულის მენტალობა, ვიგებდით ტაიმებს და დასასრულს ვტყდებოდით, ვერ მიგვყავდა საქმე ბოლომდე, რადგან ნაკლები იყო თვითრწმენა, თვითრწმენა იმის, რომ თანასწორები ვიყავით, ძლიერები, რომ გვეკუთვნოდა და ვიმსახურებდით სხვა, ჩვენზე დიდი და ძლიერი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ გამარჯვებას. იმიტომ, რომ როგორც სახელმწიფოს, არ გვქონდა ეს პროეცირებული, ეს თვითრწმენა და სულისკვეთება გვაკლდა როგორც ქვეყანას, რომ ჩვენი ბედისწერის გამოძერწვა ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, თავად შეგვეძლო.

ეს თვითრწმენა გაჩნდა, როდესაც საკუთარი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად ბრძოლა დავიწყეთ და როგორც ქვეყანამ, სახელმწიფომ, ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, რომ საკუთარ ბედს თავად ვწყვეტთ, რომ ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლევამოსილი პარტნიორი ქვეყნებისადმი პატივისცემის მიუხედავად, მათგან შიდა საქმეებზე მითითებებს და ბრძანებებს არ ვიღებთ, რომ თანასწორები ვართ, უსამართლობას არ ვემორჩილებით და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების გვწამს. გამარჯვებულის მენტალიტეტიც ასე დაიბადა, როგორც ქვეყანაში, ისე მის მიკროვერსიაში, რაც ეროვნული ნაკრებია, რომელიც საერთაშორისო დონეზე საკუთარი სამშობლოს ღირსებისთვის იბრძვის.

ერთი ნაწილია მენტალობა, მეორე კი ის გუნდურობა, ბრძოლისუნარიანობა და თავდადება, რომელიც შეიქმნა ნაკრებში და რომლის დამსახურებაც სრულად გადის ფეხბურთის ფედერაციასა და სამწვრთნელო შტაბზე, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ყველაზე დაუმსახურებელი ლანძღვის კასკადი მიიღეს, თუმცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილს არ აცდა მავნებლური ენების გინება, კობიაშვილი, სანიოლი და სხვა ჩვენი ძმები, მარტივად გადაიტანენ დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ისინი ამ დიდი გამარჯვების გმირები არიან.

კიდევ ერთხელ და მრავალჯერ უღრმესი მადლობა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ღირსეული ქომაგობა გამოუცხადა ჩვენს ბიჭებს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან გამარჯვების მოლოდინი რეალისტურ მოცემულობად აქციეთ,”- წერს ბაჩო ოდიშარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი