ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის, ლევან ბეჟაშვილის და ალექსეი გონჩარენკოს მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოთხოვნაზე: წარმოიდგინეთ, ოფიციალურად როგორ მავნებლობას ლობირებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ესენი პირად საუბრებსა და კულისებში რას იკადრებენ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 28 ივნისი 2024, 15:57
ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ოქტომბერში დიდი წმენდა უნდა მოხდეს დაწყებული ადგილობრივი პოლიტიკური ნაგვის გახვეტითა და დამთავრებული, საერთაშორისო ფსევდო-პარტნიორებთან ურთიერთობების სამართლიანი გადატვირთვით.



„კიდევ დარჩა ვინმე, ვინც კითხვას დასვამს - რომელი ოპოზიციონერი დადის ევროპაში და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებსო?!
წარმოიდგინეთ, ოფიციალურად როგორ მავნებლობას ლობირებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ესენი პირად საუბრებსა და კულისებში რას იკადრებენ?!
კოლექტიური ნაც-მოძრაობა ვიცით რა ნაგავიცაა და ისიც ხომ ცხადი გახდა, რომ უკრაინის მთავრობა ყველაზე ნაძირალა ფსევდო-პარტნიორი აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში?!
საქართველომ შეიფარა უკრაინელი ლტოლვილები, უკრაინული სკოლები და ბაღები გაუხსნა ბავშვებს, სოციალური დახმარება აღმოუჩინა ყველა დევნილ ოჯახს, უკრაინის მხარდამჭერი ასობით რეზოლუციის ავტორია და ესენი ჩვენ გაშავებას ცდილობენ.
მოკლედ, ოქტომბერში დიდი წმენდა უნდა მოხდეს დაწყებული ადგილობრივი პოლიტიკური ნაგვის გახვეტითა და დამთავრებული, საერთაშორისო ფსევდო-პარტნიორებთან ურთიერთობების სამართლიანი გადატვირთვით!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი