ედიშერ გვენეტაძე: არამარტო ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ საქართველოს იავარქმნას უეჭველად ეთანხმებიან და დაეთანხმებიან მომავალშიც ოღონდაც სათანადო საფასურის სანაცვლოდ აქაური ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 26 ივნისი 2024, 16:19

სავსებით მართალია ბ-ნი მამუკა მდინარაძე, რომ საქართველო არასოდეს დაეთანხმება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას! მაგრამ არამარტო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ საქართველოს იავარქმნას უეჭველად ეთანხმებიან და დაეთანხმებიან მომავალშიც ოღონდაც სათანადო საფასურის სანაცვლოდ აქაური ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები, - ასე შეაფასა ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის მოწოდებას ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ.

მისი თქმით, ოპოზიციონერები, სინამდვილეში მეხუთე კოლონის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გაურბიან.

„სავსებით მართალია ბ-ნი მამუკა მდინარაძე, რომ საქართველო არასოდეს დაეთანხმება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას! მაგრამ არამარტო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ საქართველოს იავარქმნას უეჭველად ეთანხმებიან და დაეთანხმებიან მომავალშიც ოღონდაც სათანადო საფასურის სანაცვლოდ აქაური ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები: ბოკუჩავები, მელიები, გვარამიები, ჭიჭიკო ვაშაძეები, პატიკოები, გუბაზები, შალიკოები, რომლებიც როგორც ჩანს, მათი ქცევებიდან გამომდინარე ან თვითონ არიან ლგბტ თემის აქტიური წევრები და ამ დრომდე ერიდებოდათ ამის გამხელა! ან კიდევ საკუთარი შთამომავლობა სურთ გახადონ ლგბტ თემელები და ნიადაგს უმზადებენ მათ "დაკანონებულ" ერთნაირსქესიანთა ქორწინებისათვის!

ამის თქმის მყარ საფუძველს გვაძლევს ის, რომ ეს ე.წ. ოპოზიციონერები, სინამდვილეში მეხუთე კოლონელები, იგივე ტროცკისტები, ისე გაურბიან მათდამი დასმულ კითხვებს. სხვა მესამე ვარიანტი არ არსებობს! ამიტომაც შეგახსენებთ პატივცემულო ე.წ. ოპოზიციონერ-მეხუთე კოლონელებო! საკუთარ ოჯახებში და ერთმანეთთან ურთიერთობებში, დაგუდულად რაც გსურთ ის აკეთეთ და რა პროპაგანდაც გნებავთ ერთმანეთთან ის ატარეთ! არავინ არ გიშლით! აი საქართველოს და მომავალ თაობას კი შეეშვით! თორემ...“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი