დავით ქართველიშვილი: ვენეციის კომისია ნელ-ნელა ემსგავსება ვენეციის კარნავალს, ოღონდ, ეს უკანასკნელი ნიღბებს ითვალისწინებს, ხოლო კომისია - პირიქით, ამ ნიღბებს იძრობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 26 ივნისი 2024, 16:18

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, ვენეციის კომისია ვენეციის კარნავალს დაემსგავსა იმ განსხვავებით, რომ კომისია ნიღბებს იხსნის. ქართველიშვილის თქმით, მისთვის გასაკვირი არ იქნებოდა დასკვნაში ჩანაწერი იმის, შესახებ, რომ ლგბტ თემის ქართველი წარმომადგენლები დაუკანონებელი ქორწინებისას ცოდვას სჩადიან, რაც მათ ქრისტიანულ უფლებებს არღვევს.

„ვენეციის კომისია ნელ-ნელა ემსგავსება ვენეციის კარნავალს. ოღონდ, ეს უკანასკნელი ნიღბებს ითვალისწინებს, ხოლო კომისია - პირიქით, ამ ნიღბებს იძრობს. მე მაგალითად, ჩვენს "ოჯახის ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე" მათ დასკვნაში, შემდეგი ჩანაწერი არ გამიკვირდებოდა: "ქართველი გეები და ლესბოსელები დაუკანონებელ ურთიერთობებში ყოფნისას, უნებლიედ სიძვის ცოდვაში იმყოფებიან, რაც მათ სულიერად თრგუნავს და მათ ქრისტიანულ უფლებებს არღვევს". ვენეციიდან ეს ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა, თუ დავუბრუნდებით იმავე კარნავალს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ერთ და იმავე პერიოდში - მოასწავებს კათოლიკური დიდი მარხვის დაწყებას, როგორც ასევე სულიერების მიმართ მათი პატივისცემის ნიშანს...“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი