93
23 ივნისი 2024, 16:49
იმდენად განუყრელი მცნებებია, ნაცმოძრაობა და ძალადობა, რომ ყველგან და ყველა კონტექსტში, თუნდაც ეხლა, როდესაც არაფრის თავი არა აქვთ, მაინც ძალადობენ. ნუ რას ვიზამთ, კრიმინალური ბანდების მეთაურმა ნიკა რურუამ, შეუქმნა ეგ სისტემა. როდესაც დადო მოდელი, ბანდიტური დაჯგუფებიდან თუ როგორ უნდა გაკეთდეს "კანონიერი" კრიმინალური დაჯგუფება, მაგ. სოდ და კუდ და სხვა ნაცური ძალოვანი დანაყოფები, - წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია.
გამსახურდიას თქმით, დღესდღეობით „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ეწევა მოქმედი ელჩების ბულინგს, ასევე თუ ვინმესთან კავშირი აქვთ, აშინებენ და უთვლიან ათას საშინელებას.
„იმდენად განუყრელი მცნებებია, ნაცმოძრაობა და ძალადობა, რომ ყველგან და ყველა კონტექსტში, თუნდაც ეხლა, როდესაც არაფრის თავი არა აქვთ, მაინც ძალადობენ. ნუ რას ვიზამთ, კრიმინალური ბანდების მეთაურმა ნიკა რურუამ, შეუქმნა ეგ სისტემა. როდესაც დადო მოდელი, ბანდიტური დაჯგუფებიდან თუ როგორ უნდა გაკეთდეს "კანონიერი" კრიმინალური დაჯგუფება, მაგ. სოდ და კუდ და სხვა ნაცური ძალოვანი დანაყოფები. პროკურატურის სახით, ოფიციალური თანხის შემწერი და გლდანის ციხე, ჩვეულებრივი ადამიანების ლომბარდი. ერთი ანუ ადამიანს იტაცებდა, მეორე ელაპარაკებოდა სანათესაოს და მესამეში ყავდათ მოთავსებული. ჯერ კიდევ 2000 წლების დასაწყისში, ერთ ადამიანს, ე.წ. "კანონიერ ქურდ" მაღალოს გაუმხილა ეს თავისი განზრახვა, აი ნახავო მე ისეთ სისტემას შევქმნი, ყველას ჩამოვიტოვებო. სხვათა შორის, მაღალომ, ამჟამად გარდაცვლილია, ჩემს მეგობრებს უთხრა, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, ეს ნაძირლები რას დაატრიალებენო. ნამუსის კაცი იყო ცალსახად, ნუ თავისი ცხოვრება ქონდა. ეხლა რატომ ვყვები ამას, დღეისობით სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ეწევიან მოქმედი ელჩების ბულინგს, ასევე თუ ვინმესთან კავშირი აქვთ, არ მინდა თემა გავშალო, აშინებენ და უთვლიან ათას საშინელებას. ცდილობენ ყველა ხერხით, თავიანთ პერიოდში არსებული ყველა ბინძური საშუალებით, მოგეხსენებათ, ეგ ხალხი და მორალი ძალიან შორს არიან ერთმანეთისაგან. ერთი რამ დაიხსომეთ ნაძირლებო, ვინმე ამორალურო ბუკა, სერგი, ვინმე გორდაძევ და ათასი ჯურის მანქურთებო, ეგ ამბავი არ გამოგივათ, დეტალებიანად ცნობილია ყველაფერი. გემს მიხედოთ ჯობია, გემს“, - წერს გიორგი გამსახურდია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |