ზაალ ანჯაფარიძე: სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვინმე კოპლატაძის თანამდებობიდან დემონსტრაციული წასვლა, ზუსტად იმ მეთოდით რაც საფრანგეთში ელჩმა გააკეთა, არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური მაწაკობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 22 ივნისი 2024, 11:49

„სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვინმე კოპლატაძის თანამდებობიდან დემონსტრაციული წასვლა, ზუსტად იმ მეთოდით რაც საფრანგეთში ელჩმა გააკეთა, არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური მაწაკობა და მეტი არაფერი“, - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, გადამგდებები არც მოწინააღმდეგის ბანაკში უყვართ, ხოლო "უკბილო" განცხადებით, ირაკლი კოპლატაძემ ბევრი ადამიანის დარწმუნება ვერ მოახერხა, რომ მისი ნაბიჯი მაღალი მატერიებით იყო ნაკარნახევი.


„სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვინმე კოპლატაძის თანამდებობიდან დემონსტრაციული წასვლა, ზუსტად იმ მეთოდით რაც საფრანგეთში ელჩმა გააკეთა, არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური მაწაკობა და მეტი არაფერი.

არ ვიცი, გადაიბირეს, დააშანტაჟეს, რაღაცას დაჰპირდნენ თუ სხვა, მაგრამ თავის უკბილო განცხადებით, არა მგონი ბევრი ვინმე დაარწმუნა, რომ ის რაც გააკეთა, მაღალი მატერიებით იყო ნაკარნახები. ჩემი აზრით, უფრო დაბალი მატერიებით.

ისე ცნობისთვის, გადამგდებები კი არც იმ ბანაკში უყვართ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.


ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი