გია აბაშიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, ბელარუსის შემთხვევაში 32.80, რუსეთის შემთხვევაში კი 39.49 პროცენტია - სამარცხვინო მიდგომაა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 20 ივნისი 2024, 19:50
საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო პოლიტიკა არის კაბალური და დამამცირებელი, ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება პარტნიორობის შინაარსს,  - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს.

აბაშიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბელარუსის და რუსეთის შემთხვევაში, ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებლები უფრო დაბალია. მისი განცხადებით, მოკავშირე საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა სამარცხვინოა.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო პოლიტიკა არის კაბალური და დამამცირებელი, ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება პარტნიორობის შინაარსს. 
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, როცა ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი. სახდეპის სტატისტიკაში ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც კანონის უზენაესობა თითქმის არ არსებობს და კრიმინოგენური მდგომარეობა უმძიმესია, თურმე ამერიკულ ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მოკავშირე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
სამარცხვინო მიდგომაა!" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი