თათია მელაშვილი გიორგი ვაშაძეს - ჩემი აზრით, ბოდიში გაქვთ მოსახდელი აუტიზმის თემისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 20 ივნისი 2024, 19:39

უარყოფით ეპითეტად გამოსაყენებელი არ არის აუტისტი. ამისთვის მშობლები, ოჯახები და საზოგადოების კიდევ ბევრი წარმომადგენელი ძალიან ბევრს ვშრომობთ, ბოდიში გაქვთ მოსახდელი აუტიზმის თემისთვის, - ამგვარად მიმართავს სოციალურ ქსელში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი თათია მელაშვილი გიორგი ვაშაძეს, რომელმაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „აუტისტად“ მოიხსენია.

„დღეს ვიკა ბუკიასთან გადაცემაში, გოგიტა ვაშაძე კობახიძეზე საუბრობდა და „აუტისტი ადამიანი"-თ შეამკო.

პოლიტიკოსებო, ვინც როგორ გინდათ, ისე ამკეთ ერთმანეთი. არცერთს არ გიჭირთ ეგ ამბავი.

აუტისტი, ბატონო გოგიტა, არ ნიშნავს რომ არ უნდა კომუნიკაცია ადამიანებთან (როგორ კონტექსტშიც თქვენ მოიხსენიეთ). ამიტომ, 1. ჯერ ამ ნოზოლოგიაში გაერკვიეთ კარგად და უმჯობესი იქნება შემდეგ ისაუბროთ. 2. უარყოფით ეპითეტად გამოსაყენებელი არ არის ა უ ტ ი ს ტ ი. ამისთვის მშობლები, ოჯახები და საზოგადოების კიდევ ბევრი წარმომადგენელი ძალიან ბევრს ვშრომობთ, ასეთი მიდგომა რომ გავაქროთ საზოგადოებიდან. გარკვეული წინსვლაც არის ამ მხრივ და იმედია პოლიტიკოსები, მოხმარების ნაცვლად, ხელს მაინც არ შეგვიშლით. და 3. ჩემი აზრით, ბოდიში გაქვთ მოსახდელი აუტიზმის თემისთვის", - წერს თათია მელაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი