ზაალ ანჯაფარიძე: თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 19 ივნისი 2024, 14:58

საინტერესოა, მაინც რამდენჯერ უნდა მოიტყუოს თანაც საჯაროდ? მე მგონი მისთვის ამას მნიშვნელობაც აღარ აქვს უკვე, იმდენად ცხოვრების წესად გადაიქცა მისთვის ტყუილი. ხალხს ალბათ სათვალავიც კი აერია მისი ტყუილების, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ზუსტი ინფორმაცია აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, „ეს რა შარში გამხვიეთო“.

ანჯაფარიძის თქმით, თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა.


„თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა.
საინტერესოა, მაინც რამდენჯერ უნდა მოიტყუოს თანაც საჯაროდ? მე მგონი მისთვის ამას მნიშვნელობაც აღარ აქვს უკვე, იმდენად ცხოვრების წესად გადაიქცა მისთვის ტყუილი. ხალხს ალბათ სათვალავიც კი აერია მისი ტყუილების.
ის იტყუებოდა 2017 წელს ადგილობრივი არჩევნების დროს, როდესაც სერიოზული სახით ირწმუნებოდა, რომ სანდრა რულოვსი დამაჯერებლად იგებდა ზუგდიდის მერის არჩევნებს. ახლაც თურმე ზუსტად იცის თუ ვინ მიიღო კაბინეტში ბიძინა ივანიშვილმა და რა უთხრა....
ატროფირებული აქვს მას ტვინის ის უჯრედი და სინდისის ის ძარღვი, რომელიც ეტყოდა, რომ ტყუილი ცუდია “, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი