გია აბაშიძე იენს სტოლტენბერგზე: ზოგადად, ცალკეულ დასავლელ ლიდერებსა და დიპლომატებს ახასიათებთ, რომ ვადის ამოწურვამდე რაღაც უნდა დააზიანონ, პოლიტიკური თვალსაზრისით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 18 ივნისი 2024, 20:40

ნატოს წარმავალმა გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პეკინმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უპასუხა: ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ზოგადად, დასავლელ ლიდერებს ახასიათებთ, ვადის ამოწურვამდე პოლიტიკური თვალსაზრისით რაღაცის დაზიანება და სტოლტენბერგიც ასე მოიქცა.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამის საპირისპიროდ, მარკ რიუტეს, რომელიც ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრია და ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილება, ჩინეთის ლიდერთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა.

„ნატოს წარმავალმა გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პეკინმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უპასუხა: ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს. ზოგადად, ცალკეულ დასავლელ ლიდერებსა და დიპლომატებს ახასიათებთ, რომ ვადის ამოწურვამდე, რაღაც უნდა დააზიანონ პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ ხელმძღვანელად აქტიურად განიხილება ნიდერლანდების აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე. მარტში, პეკინში სტუმრობისას, პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ჰოლანდიის მაშინდელ პრემიერ რიუტეს განუცხადა: ნიდერლანდები ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ნამდვილ კარიბჭედ იქცა. ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს გაცვლა ნიდერლანდებთან სხვადასხვა დონეზე, დაიცვას კომუნიკაციები და დიალოგი და იძიოს ორმხრივი სარგებელი და მომგებიანი შედეგები“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი