108
17 ივნისი 2024, 21:03
ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, - ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი “ლელოა”.
ქადაგიძის თქმით, “ლელოს” წარმომადგენლებს, გახარიას მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება აქვთ გაკეთებული, ამის მიუხედავად, გახარია მაინც ცდილობს მათთან თანამშრომლობას, რაც უთავმოყვარეობაზე მეტყველებს.
“ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ - ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”
ეს განცხადება არც მეტი, არც ნაკლები, თვით გახარიამ გააკეთა…
ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას.
თვალთხარია, კორუფციონერი, ჯალათი და ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება და თავმოყვარეობის ნასახი არ გააჩნია, რომ საკუთარ წარსულს სცეს პატივი, მინიმუმ…
თუმცა, რას იზამს, შეიძლება სულ არ სიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ ასე უთხრეს “დიდმა ძმებმა” და რა ქნას, საკუთარ მოსაქმებულსაც გემრიელი გამომეტყველებით მიირთმევს თუ უბრძანეს.
ასეთია მონის ბედი!” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |