დავით ქართველიშვილი: ჯერ ჯო ბაიდენი გვეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 16 ივნისი 2024, 16:53
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას სახელწოდებით: „ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს - „ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი“. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გაფართოებაზე პირდაპირ უარს ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და დღეს უკვე იგივე ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც გაიმეორა ბუკა პეტრიაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ რუსეთი არის წინააღმდეგი ნატოს გაფართოების.

„გადავავლე თვალი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას, სახელწოდებით: „ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!" - ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი.

ყავის ჭიქის ფსკერზე თუ ღვინის ბოცის ნალექში - ყველგან, პუტინი გელანდება, იმ დონეზეც კი, რომ ღამით საოჯახო საწოლში გეშინია ცოლს „ვოვა“ არ დაუძახო - რა გაუსაძლისია ასეთი ყოველდღიურობა. ამ დროს ჯერ ჯო ბაიდენი გეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს. მაგრამ მაინც და ჯიუტად: „ვინ ეკითხება რუსეთს!". არც არავინ - ბაიდენს ჰკითხეთ ან ოსტინს. ოღონდ პასუხი მერე ჩვენც გაგვაგებინეთ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი