რატი იონათამიშვილი - გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე 191 ქვეყანას გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი, აფხაზი და ოსი შშმ პირების მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 15 ივნისი 2024, 14:24

გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია ყურადღების ცენტრში იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ში ვიზიტს აჯამებს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ახალი ინიციატივებით ბრუნდება.

„დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე ყურადღების ცენტრში იყო.

მნიშვნელოვანია, რომ 191 ქვეყანას გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი შშმ პირების მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ვიცი, გვისმენდნენ იქაც და აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მათზე და გვაწუხებს მათი ბედი. ასევე, გავაღრმავეთ თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის საერთაშორისო აქტორებთან და დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული გზები. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით.

P.S. ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე“, – წერს იონათამიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი