103
14 ივნისი 2024, 13:02
ჯო ბაიდენის გეგმებსა და სიახლეებზე, რომელსაც ის კონკურენტ დონალდ ტრამპს საჯარო დებატებისათვის უმზადებს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, ბაიდენს კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს.
ქართველიშვილი წერს, რომ ბაიდენის გეგმა ერთმანეთთან სარკინიგზო ხაზით დააკავშიროს ანგოლა, კონგო, ზამბია და ეს უკანასკნელი ინდოეთის ოკეანეში შეიყვანოს, შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას.
„ჯო ბაიდენი აქტიურად ემზადება დონალდ ტრამპთან 27 ივნისის დებატებისთვის. მას კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს მომზადებული. ჯო ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს - ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში. ეს არის უპრეცედენტო და თამამი პროექტი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას. ამ განაცხადის შემდეგ, ივნისის დებატებში ერთ-ერთი კანდიდატის შანსები საგრძნობლად გაუმჯობესდება..." - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |