გია აბაშიძე: პავლიკ მოროზოვი საბჭოთა პროპაგანდამ საკულტო ფიგურად აქცია. იგივე უზნეო და ამორალური სტატუსი ელოდება ნიკო მანაგაძესაც და სხვა მსგავს არაკაცებს „ნაცების" წიაღიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 12 ივნისი 2024, 22:01

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი აქტივისტის ნიკო მანაგაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მისი მშობლების ინტერვიუს პასუხად აცხადებს, რომ დედასთან ურთიერთობა არ აქვს და ამორალური და მძიმეა მისთვის ამის მოსმენა.

ანალიტიკოსის თქმით, საბჭოთა პროპაგანდის „საუკეთესო ტრადიციებით", ნაცსექტა ზრდის თანამედროვე „პავლიკ მოროზოვებს", როგორიცაა ნიკო მანაგაძე და თავხედურად ფარისევლობს, რომ პროდასავლურია.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვი საბჭოთა პროპაგანდამ საკულტო ფიგურად აქცია. ხოლო მოღალატე სალომე ზურაბიშვილმა და მისნაირმა ნაცგობლინებმა ლაზარე გრიგორიადისი საკულტო ფიგურად წარმოადგინეს. იგივე უზნეო და ამორალური სტატუსი ელოდება ნიკო მანაგაძესაც და სხვა მსგავს არაკაცებს „ნაცების" წიაღიდან.

„დედა შვილზე ამბობს, რომ ნაცსექტამ მის ვაჟს გონება მოუწამლა, ხოლო შვილი, ნაცაქტივისტი ნიკო მანაგაძე პასუხობს - დედაჩემთან არ მაქვს ურთიერთობა, ამორალური და მძიმეა ჩემთვის ამის მოსმენა.
სამარცხვინო ფსევდო-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, პოლიციელებზე თავდამსხმელი და მამის ცივი იარაღით დამჭრელი, ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.
საბჭოთა პროპაგანდის "საუკეთესო ტრადიციებით", ნაცსექტა ზრდის თანამედროვე "პავლიკ მოროზოვებს", როგორიცაა ნიკო მანაგაძე და თავხედურად ფარისევლობს, რომ პროდასავლურია.
სსრკ-ს დროს, ყველა სკოლელს უყვებოდნენ „გმირი” ბავშვის, პავლიკ მოროზოვის ამბავს. გადმოცემის თანახმად, 13 წლისამ მან კულაკი მამა დააბეზღა. პავლიკ მოროზოვი საბჭოთა პროპაგანდამ საკულტო ფიგურად აქცია. ხოლო მოღალატე სალომე ზურაბიშვილმა და მისნაირმა ნაცგობლინებმა ლაზარე გრიგორიადისი საკულტო ფიგურად წარმოადგინეს. იგივე უზნეო და ამორალური სტატუსი ელოდება ნიკო მანაგაძესაც და სხვა მსგავს არაკაცებს "ნაცების" წიაღიდან“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი