დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს. ფაქტებით დასტურდება, რომ მისი როლი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების საქმეში შეუფასებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 12 ივნისი 2024, 10:19

„ბიძინა ივანიშვილის მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საინტერესოა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს ეყოფა თუ არა სიძლიერე და გონიერება, რომ საქვეყნო საქმის გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადოს.


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს.


„ბიძინა ივანიშვილის მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე.

იოანე ზოსიმეს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებული ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. კრიტიკა ყოველთვის მარტივია, მადლიერება და მადლობის თქმა კი მხოლოდ ძლიერთა ხვედრია, საინტერესოა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს ეყოფა თუ არა სიძლიერე და გონიერება, რომ საქვეყნო საქმის გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადოს. ივანიშვილი, სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს.


ფაქტებით დასტურდება, რომ ივანიშვილის როლი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა/შენარჩუნების საქმეში შეუფასებელია“, - წერს დავით ჩიხელიძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი