შალვა პაპუაშვილი - უამრავ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 11 ივნისი 2024, 22:25

უამრავ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა უდიდესი მოვლენაა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში.

„ქართული სულიერების უდიდესი მოღვაწის, ბერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სულ მალე საქართველოს საგანძურში დაიდებს ბინას.

პალიმფსესტში, სადაც თავდაპირველი ტექსტი დასავლურ არამეული დიალექტია, იმავე ფურცლებზე ხუცური ანბანით მე-10 საუკუნის ქართული ტექსტია დატანილი. ბერი იოანეს ხელნაწერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული და დღემდე არცერთი მათგანი არ მოიპოვებოდა ჩვენს წიგნთსაცავებში. მათ შორისაა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის ოთხი ხელნაწერიდან, სამწუხაროდ, ასევე არცერთი არაა საქართველოში დავანებული.

იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა მართლაც უდიდესი მოვლენაა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში. უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი მართლაც ფასდაუდებელი აქტია, უძვირფასესი საჩუქარია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.

საქართველო, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაცია, ამაყია თავისი სასულიერო მწიგნობრობით; ქრისტიანულ კერებში საუკუნეების მანძილზე მოღვაწეობდნენ ქართველი გადამწერნი, მეცნიერნი თუ ფილოსოფოსნი, და ამით უდიდესი წვლილი შეჰქონდათ მსოფლიო ქრისტიანობის საგანძურში. იოანე ზოსიმე ერთ-ერთი უბრწყინვალესია მათ შორის. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საამაყო და ღირსეულ მონაპოვარს“, – წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი