თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო, ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 11 ივნისი 2024, 20:11

რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა? - ამ შინაარსის ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო ნაბიჯს ეხმიანება. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ივანიშვილის ქველმოქმედება გასაკვირი არაა, მაგრამ დღეს საოცრება მოხდა, როცა მან იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და ის საქართველოს უსახსოვრა.

„დღევანდელი დღის ემოცია დიდხანს გვემახსოვრება. იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეუფასებელია საქართველოსთვის, ამიტომ, გული მოგვიკვდა, როდესაც გავიგეთ, რომ გაიყიდა. არავინ ვიცოდით, თუ რა სიურპრიზი გველოდა.

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო. ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი ჯერ ხელნაწერის გაყიდვით გამოწვეულმა ტკივილმა და შემდეგ ამ ამბით გამოწვეულმა სიხარულმა. მადლობა ძალიან ცოტაა ჩვენგან იმ პიროვნებისადმი, რომელმაც ამდენი რამ გაიღო ქვეყნისთვის.

რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი