ზურაბ ქადაგიძე იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენაზე: ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა - მისი ყველა ნაბიჯი და ნამოქმედარი ქართულ სახელმწიფოს ხმარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 11 ივნისი 2024, 20:02

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ საქართველოსთვის გაწეული ამაგი, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ქადაგიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველა ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ქვეყანას ხმარდება.

„ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.
არ ვიცი, რა უნდა თქვა და როგორ გამოხატო მადლიერება ასეთი დიდი ქართული საქმის წინაშე.
ამიტომაც არის, რომ ყველა გადამთიელი თუ ადგილობრივი ნაძირალა ებრძვის ამ ადამიანს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედსა და ფილანთროპზე გაცილებით მეტია.
მისი ყველა ნაბიჯი და ნამოქმედარი ქართულ სახელმწიფოს ხმარდება!“- წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი