დავით ჩიხელიძე ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის სარჩელზე: საზოგადოების სიცრუისგან დაცვა აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 11 ივნისი 2024, 15:37

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმაურება სარჩელს, რომლითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.


დავით ჩიხელიძის შეფასებით, აუცილებელია, საზოგადოების სიცრუისგან დაცვა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. 


„ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა ტვ პირველს სასამართლოში უჩივლა, საქმე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს შეეხება, რომელიც მანიპულაციური ხასიათის იყო და სიცრუეს ეფუძნებოდა, ცილისწამება და სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებს დასჯადი უნდა იყოს.


ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, წლებია ოპოზიციური მედიის მხრიდან ბულინგს განიცდის. მედიის საფარქვეშ მოქმედება ინდულგენცია არ არის! ჩვენ გვაქვს საფრანგეთის მაგალითი, სადაც დეზინფორმაციის გავრცელება დასჯადი ქმედებაა, ასევე კანდიდატის სტატუსის მქონე მოლდოვის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დღის უკან ხუთი ტელეკომპანიის დახურვა მოხდა. აღნიშნულ ქვეყნებში კანონის მოთხოვნის შესრულება დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საგანს არ წარმოადგენს.


დღეს ქართული სასამართლო მაღალი სანდოობით და დამოუკიდებლობით სარგებლობს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირუთვნელ სიმართლეს დაადგენს, ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალისტთა ქარტიის პოზიცია, რომელმაც სიცრუის ტირაჟირება უნდა დაგმოს. ზოგადად ცილისწამების და სიცრუის კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიუღებელი ქმედებაა. აუცილებელია, საზოგადოების სიცრუისგან დაცვა, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, რადგან მხოლოდ მორალი და ადამიანის კეთილსინდისიერება ამ პრობლემას ვერ გადაჭრის“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი