დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის სარჩელზე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ: მის მორიგ ფიასკოს დიდი ალბათობით შემკვეთი-დონორი აუნაზღაურებს - ამ ხარჯების გამზეურებაც მოუწევთ პირველივე დეკლარაციის შევსებისას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 11 ივნისი 2024, 15:06

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტვ პირველს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, „ტვ პირველს“ მსგავსი საქმეები გიორგი ლილუაშვილთან, კახი კალაძესთან და ირაკლი კობახიძის დედასთან პირნათლად აქვთ წაგებული.

მანვე აღნიშნა, რომ ნოდარ მელაძეს მორიგ ფიასკოს დიდი ალბათობით შემკვეთი-დონორი აუნაზღაურებს და ამ ხარჯების გამზეურებაც მოუწევთ პირველივე დეკლარაციის შევსებისას.

„გიორგი ლილუაშვილთან, კახი კალაძესთან, ირაკლი კობახიძის დედასთან - მსგავსი საქმეები ყველასთან აქვთ პირნათლად წაგებული. თითქოს რა მარტივია - ეს „ფოცხი“ მომდევნო მტკივნეული დაბიჯებისგან მოიცილონ. ვერა! რა ენაღვლება ნოდარას - მის მორიგ ფიასკოს დიდი ალბათობით შემკვეთი-დონორი აუნაზღაურებს. მართალია ამ ხარჯების გამზეურებაც მოუწევთ პირველივე დეკლარაციის შევსებისას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი