გია აბაშიძე: ევროპარლამენტის არჩევნებმა ხაზგასმით მიანიშნეს, რომ საქართველოს მსგავსად, ევროპელების მიერ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვა გამოგონილი „რუსული პროექტი" კი არა, არამედ ნამდვილი დემოკრატიაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 11 ივნისი 2024, 14:08

ევროპარლამენტის არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ელექტორატისთვის აუტანელია ვაშინგტონიდან ბრიუსელზე და ცალკეულ ევროპულ დედაქალაქებზე თავსმოხვეული დიქტატი, ფსევდოიდეოლოგიები და ფსევდოფასეულობები-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფსევდოლიბერალიზმი სამართლიანად შეირყა და პროცესი მეტ დინამიკას იძენს.

„ევროპარლამენტის არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ელექტორატისთვის აუტანელია ვაშინგტონიდან ბრიუსელზე და ცალკეულ ევროპულ დედაქალაქებზე თავსმოხვეული დიქტატი, ფსევდოიდეოლოგიები და ფსევდოფასეულობები.
რასაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს, გლობალური ფსევდოლიბერალების მიერ მეინსტრიმ მედიაზე კონტროლის მიუხედავად, უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროპელებისთვის ფინანსური ზიანისა და კონტინენტზე უკონტროლო იმიგრაციის აღზევების ფონზე.
ზაზა შათირიშვილი და მისი მრავალი ქართველი თანამოაზრეები, რომლებიც ყურადღებით ვაკვირდებით დასავლეთში მიმდინარე პროცესებს, ვარჩევთ თუ სადაა სიმართლე და სად დომინირებენ ცრუ იდეოლოგიები. ცხადია, საკუთარ თავზე ამას გრძნობენ ევროპელი ამომრჩევლები და 9 ივნისის შედეგებმაც არ დააყოვნეს.
ევროპაში წინ კიდევ წევრი ქვეყნების ნაციონალური არჩევნებია, აშშ-ში - 5 ნოემბრის საპრეზიდენტო. ფსევდოლიბერალიზმი სამართლიანად შეირყა და პროცესი მეტ დინამიკას იძენს.
ევროპარლამენტის არჩევნებმა ხაზგასმით მიანიშნეს, რომ საქართველოს მსგავსად, ევროპელების მიერ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვა გამოგონილი "რუსული პროექტი" კი არაა, არამედ ნამდვილი დემოკრატიაა და ჭეშმარიტი დასავლური ფასეულობებისკენ სწრაფვა“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი