გია აბაშიძე: უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა ხდება ზელენსკის კორუმპირებულ მთავრობაში, თუმცა, ევროფარისევლების შეფასებით, უკრაინა თურმე საქართველოს „წინ უსწრებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 11 ივნისი 2024, 12:21

ბრიტანეთის პროუკრაინული მემარცხენე გამოცემა The Guardian თუ წერს ამგვარ სკანდალზე, ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რა ხდება ზელენსკის კორუმპირებულ მთავრობაში. უკრაინაში სახელმწიფო სახსრებისა და უცხოური დახმარებების დატაცებაზე, გაჭენებულ კორუფციაზე, სიტყვის თავისუფლების მასობრივ შეზღუდვებზე დასავლური მედია ხშირად წერს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ ფონზე, ზოგიერთი ფარისევლის შეფასებით, უკრაინა საქართველოს „წინ უსწრებს“ რეფორმებისა და დემოკრატიის ხარისხით.

„ბრიტანეთის პროუკრაინული მემარცხენე გამოცემა The Guardian თუ წერს ამგვარ სკანდალზე, ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რა ხდება ზელენსკის კორუმპირებულ მთავრობაში. უკრაინაში სახელმწიფო სახსრებისა და უცხოური დახმარებების დატაცებაზე, გაჭენებულ კორუფციაზე, სიტყვის თავისუფლების მასობრივ შეზღუდვებზე დასავლური მედია ხშირად წერს. თუმცა, ევროფარისევლების შეფასებით, უკრაინა თურმე საქართველოს "წინ უსწრებს" რეფორმებისა და დემოკრატიის ხარისხით. ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუსტაფა ნაიემმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ხელისუფლებასთან უთანხმოებაა. მუსტაფა ნაიემი არის ავღანელი უკრაინელი (დედის მხრიდან), ჟურნალისტი, ექს-დეპუტატი პოროშენკოს ბლოკიდან, ლექტორი კიევის ეკონომიკის სკოლაში, რომელმაც გავლენა მოახდინა ევრომაიდანის გაჩაღებაში. 2023 წლის იანვრიდან ნაიემი იყო უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ. „გადადგომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე სისტემური დაბრკოლებების გამო, რაც ხელს უშლის ჩემი უფლებამოსილების ეფექტურად შესრულებას“, - აღნიშნა მუსტაფა ნაიემმა. მან აღნიშნა, რომ მისი გუნდი 2023 წლის ნოემბრიდან მუდმივად ხელოვნური დაბრკოლებების წინაშე იდგა. „მე ვაცნობიერებ, რომ რესურსები შეზღუდულია. ვაცნობიერებ სამხედრო ხარჯების მნიშვნელობას. მაგრამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის თანხების გაუქმება აუცილებლად იმოქმედებს, პირველ რიგში, თავდაცვითი მნიშვნელობის გზების მდგომარეობაზე და, შედეგად, სამხედრო ლოგისტიკაზე. თუ ეს არ შეიცვლება, მომავალ წელს სამხედრო ლოგისტიკისა და პროდუქციის ექსპორტის კუთხით რთული სიტუაციის წინაშე დავდგებით“, - აღნიშნა სააგენტოს აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა“, - წერს გია აბაშიძე.

„გარდა ამისა, ნაიემმა გააკრიტიკა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი, რომელმაც მას უარი უთხრა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამგზავრების შესაძლებლობაზე“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი