106
09 ივნისი 2024, 23:29
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კატეგორიულად გმობს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების შვილების მიმართ განხორციელებულ დაშინებისა და ჩასაფრების აქტები, როგორც ეს განხორციელდა „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას 11 წლის შვილის მიმართ. ამის შესახებ ქართველიშვილის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედების ყველა შემსრულებელს და მით უმეტეს დამკვეთს, სულ მცირე ფსიაქიატრის დახმარება სჭირდება.
„ვინმეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სურათი - რომელიმე ნაცაქტივისტს დაებადა ბავშვი, ხოლო სამშობიაროსთან მას ხვდება სახელისუფლებო მომხრეების პიკეტი, რომელიც არ აძლევს საშუალებას ახალშობილი სახლში გადაიყვანოს. ან ვინმეს გარდაეცვალა ახლობელი, ხოლო პანაშვიდის ან გასვენების ჩასაშლელად "შვიშტოკებით" და პლაკატებით "არ მივაბაროთ ქართულ მიწას!" სამგლოვიარო პროცესიას რატომღაც მიადგნენ ამ ქვეყნის ნორმალური მოსახლეობის წარმომადგენლები. ან მით უმეტეს, ნაცების საფლავებზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რომ დავდიოდეთ ისევე, როგორც ესენი დადიან და რისი კადრებიც ვნახეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ.
რაც მე აღვწერე, ფსიქიატრიის ეს უკიდურესი გამოვლინებები არც ერთ ნორმალურ ადამიანს თავში არ მოუვა, მაგრამ სექტანტების რიგებში ზოგი ძალიან მიუახლოვდა ამ წითელი ხაზების გადაკვეთას, ზოგმა უკვე გადაკვეთა ისინი. ამ სიგიჟეს მიეკუთვნება ჩვენი შვილების ბაგა-ბაღებთან, სკოლებთან, ცეკვის, სპორტის, მუსიკის სექციებთან ჩასაფრება, როგორც ეს დღეს ირაკლი ზარქუას 11 წლის ქალიშვილს გაუბედეს. ერთი ნაბიჯი გაკლიათ ხონის კლინიკაში მოსახვედრად. ხოლო თქვენი დავალებების მიმცემი ბიოლოგიური ნაგავი უკვე არის მოხვედრილი პოლიტიკური ნარჩენების კონტეინერში და ამ მოცემულობას ვერანაირი არჩევნები ვეღარ უშველის," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |