თამარ ჩიბურდანიძე: ნაცმოძრაობას აკაკის სიტყვებს შევახსენებდი - ჩოხას ნუკი იცვლით, ჭკუა გამოიცვალეთ და სინდისს მიხედეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 08 ივნისი 2024, 16:43

პარტია „ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ცვლილებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები აკაკი წერეთლის მოგონებას ახსენებს, სადაც სოფლად მცხოვრები კაცი, რომელსაც არავინ სცემდა პატივს, ჩოხას იცვლიდა იმისთვის, რომ საზოგადოების კეთილგანწყობა დაემსახურებინა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის არანაირი მნოშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თავმჯდომარე, რადგან ისინი მკვლელი რეჟიმის შემოქმედები არიან.

„ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლებამ, აკაკი წერეთლის მოგონებებიდან ერთი ამბავი გამახსენა სოფლად მაცხოვრებელ კაცზე, რომელსაც ხალხი მისი მენტალობის გამო პატივს არ სცემდა და ახლოს არ იკარებდა. ეს კაციც ყოველ დღე იცვლიდა ჩოხებს, რომ როგორმე მისაღები გამხდარიყო ხალხისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც აკაკიმ უთხრა, ჩოხას ნუკი იცვლი ძამიკო, ტვინი გამოიცვალე და სინდისს მიხედეო.

ზუსტად ასეა ნაცების საქმეც, რამდენი თავმჯდომარეც არ უნდა შეიცვალონ, თუკი მენტალიტეტი და სინდისი არ შეიცვალეს, აზრი არა აქვს, ხალხი მაინც არ მიიღებს. საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, თუკი ამ პარტიაში იგივე მკვლელი რეჟიმის შემოქმედნი იქნებიან? ერთი ჩერჩეტი კაცი შეცვალეს ლამაზი თოჯინით - სულ ეს არის. ეს კი ისეთივე მარტივი ტრიუკია, რითაც ნაცმოძრაობა მთელი ეს წლებია ერთობა.

რა ცვლილებებიც არ უნდა განახორციელონ ნაციონალურ მოძრაობაში, ის მაინც სააკაშვილის სისხლიანი პარტია იქნება და არჩევნების შემდეგ გასამართლებას ვერც ისინი და ვერც სხვა პარტიებში გადაბარგებული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკოსები, ვერ აცდებიან”.- წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი