ლევან ნიკოლეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადადგომაზე: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 08 ივნისი 2024, 12:19

ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული“ თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა, ისე დააბნია ნაცმოძრაობა, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის.

„აი, პირველი თვით სანქცირებული ოპოზიციიდან: ლევან ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადადგა, გადადგა მას მერე რაც შეასრულა ყველა ის დაპირება რაც მან თავის მხარდამჭერებს მისცა, სასტიკად დაამარცხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თავით შეანგრია საავადმყოფოს კედელი, კბილებამდე შეიარაღებულ მცველებს ხელიდან გამოგლიჯა და გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი, ჩაიბარა რა ხელისუფლება, საქართველო დაჩქარებული წესით გააწევრიანა ნატოსა და ევროკავშირში.

ახლა კი სერიოზულად, ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული“ თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან, მაგალითად როგორ გააყალბეს არჩევნები, ან პოლიციელებზე თავდასხმის შემთხვევაში, დაკავებამდე იკივლოს ხელი გამიშვით ქალი ვარო...

როგორც ბრიფინგზე ითქვა, ეს გადანაცვლება სააკაშვილთანაც შეთანხმებულიაო, აკი სოფო ჯაფარაძე უნდა ყოფილიყო სიის პირველი ნომერი? თუმცა ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა, ისე დააბნია ნაცმოძრაობა, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის. მაშ ასე, გილოცავთ ოპოზიციაში ახლი იდეებისა და მხიარულების დაწყებას!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი