ლევან ნიკოლეიშვილი: მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სანქციები დაუწესეს „ქართულ ოცნებას,“ წესით ოპოზიციას უნდა უხაროდეს, მაგრამ ისეთი გამწარებული სახეები აქვთ, კინაღამ დავიბენი, მერე მივხვდი, ეს ნიშნავს, რომ ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე სამუდამო სანქციებს დაუწესებენ ოპოზიციას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 07 ივნისი 2024, 13:57
მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სანქციები დაუწესეს „ქართულ ოცნებას,“ წესით და რიგით ძალიან უნდა უხაროდეს ოპოზიციას, მაგრამ ისეთი გამწარებული და გაბრაზებული სახეები აქვთ, რომ კინაღამ დავიბენი... მერე მივხვდი, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე სამუდამო სანქციებს დაუწესებენ ოპოზიციას! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, აშშ-მა ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაიფუჭა, ხელისუფლების ოპონენტებს ქუჩის ოპოზიციად აქცევენ, ხოლო არასამთავრობოებს, შესაძლოა, სულაც უფულოდ ტოვებდნენ. ერთადერთი, ვისაც საქმე გამოუჩნდება არჩევნების შემდეგ, ექსპერტის განცხადებით, ეს სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ უკრაინაში საომრად საფრანგეთის სახელით შეიძლება წავიდეს.

"მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სანქციები დაუწესეს „ქართულ ოცნებას,“ წესით და რიგით ძალიან უნდა უხაროდეს ოპოზიციას, მაგრამ ისეთი გამწარებული და გაბრაზებული სახეები აქვთ, რომ კინაღამ დავიბენი... მერე მივხვდი, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ქართველები ოქტომბრის არჩევნებზე სამუდამო სანქციებს დაუწესებენ ოპოზიციას! 
ჰოო, აბა კი გაბრაზდებიან უნდათ ახლა მაგათ პარლამენტის გარეთ დარჩენა?! ესაა, ამერიკელების სტრატეგიული პარტნიორობა, აქეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაიფუჭეს და იქით ოპოზიციას ქუჩის ოპოზიციად აქცევენ, არასამთავრობოებს ხომ საერთოდ მგონი უფულოდ ტოვებენ...
ერთადერთი საქმე შეიძლება სალომე ზურაბიშვილს გამოუჩნდეს, მას მერე რაც აქაური არჩევნების შემდეგ მისი მავნებლური ქარტია, სრულ ფიასკოს განიცდის, ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში საომრად წავიდეს, ისიც საფრანგეთის სახელით..." -  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი