დავით ქართველიშვილი პერსონალური სანქციების დაწესებაზე: ფაქტობრივად, ავღანეთში დაღუპული ჩვენი ბიჭების ოდენობის (მათემატიკური სიზუსტით) პერსონალური სანქციები დაგვიწესეს, ოღონდ - ჩვენ ჩვენი გმირების დასახელებას არ გავურბივართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 07 ივნისი 2024, 10:18

სანქცირებული პირების სიის გასაიდუმლოებას გამბედაობის არარსებობას უკავშირებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სანქცირებული პირების ვინაობის დასახელებას გამბედაობა სჭირდება, რაც, მისი შეფასებით, როგორც ჩანს, სიის ავტორებს არ აქვთ.

დავით ქართველიშვილი სინანულით აღნიშნავს, რომ ასობით ამერიკელის სიცოცხლე გადასარჩენად ავღანეთში დაღუპული ქართველი გმირების სისხლის სანაცვლოდ, აშშ სადამსჯელო ზომებს მიმართავს.

"ფაქტობრივად, ავღანეთში დაღუპული ჩვენი ბიჭების ოდენობის (მათემატიკური სიზუსტით) პერსონალური სანქციები დაგვიწესეს. ოღონდ - ჩვენ ჩვენი გმირების დასახელებას არ გავურბივართ, ჩვენ თითოეული გვეამაყება. მათ თავისი მსხვერპლშეწირვით, ასობით ამერიკელის სიცოცხლე გადაარჩინეს. დღეს საქართველოს ამის მადლიერების ფასი გადაუხადეს. ოღონდ ისე, რომ ვერც კი ასახელებენ ჩვენს ვინაობას - ამასაც თურმე გამბედაობა სჭირდება. აბა საიდან? რაც არ არის - არ არის..." - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი