ვლადიმერ ბოჟაძე: დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციიდან აგრძელებს ძალადობას სპორტსმენებზე, ამუნათებენ და მათთვის საჭირო პოზიციის დაფიქსირებას აიძულებენ და ვინც არ ,,დაემორჩილება" უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 06 ივნისი 2024, 15:02

მიხეილ სააკაშვილის დავალებით 2007 წლის 13 მაისს, არჩევიდან 30 წუთში იძულებით დაატოვებინეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი გიორგი ნემსაძეს. დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციიდან აგრძელებს ძალადობას სპორტსმენებზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" სპორტსმენებზე ძალადობას ოპოზიციიდან აგრძელებს და ლანძღავენ მათ, ვინც ხელისუფლების ოპონენტებისთვის საჭირო პოზიციას არ დააფიქსირებს. ბოჟაძე მიმართავს რადიკალური ოპოზიციის მართვად მედიებს და ახსენებს, რომ საკუთარ ხალხზე ძალადობა "ნაცმოძრაობასთან" ერთად დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს.

„მიხეილ სააკაშვილის დავალებით 2007 წლის 13 მაისს, არჩევიდან 30 წუთში იძულებით დაატოვებინეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი გიორგი ნემსაძეს. დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციიდან აგრძელებს ძალადობას სპორტსმენებზე, ამუნათებენ და მათთვის საჭირო პოზიციის დაფიქსირებას აიძულებენ და ვინც არ ,,დაემორჩილება" უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ და აგინებენ. რადიკალური ოპოზიციის მართვად მედიებს და ჟურნალისტებს შევახსენებ, რომ საკუთარ ხალხზე ძალადობა 2012 წლის 1 ოქტომბერს ,,ნაცმოძრაობასთან" ერთად დაასრულა ქართველმა ხალხმა და არასდროს დააბრუნებს საქართველოში. ყველა ჩვენს სპორტსმენს და განსაკუთრებით ფეხბურთელებს მინდა გამარჯვებები ვუსურვო, აცალეთ ბიჭებს მოემზადონ და ღირსეულად წარმოაჩინონ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე!" - წერს ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი