ედიშერ გვენეტაძე: იცნობდეთ "ენჯეოელ" ვინმე გიორგი რუხაძეს, იგივე ყორღანაშვილს, ფულის გამო ქართველთა სისხლსმოწყურებულ, საქართველოს განადგურების, თბილისში მაიდანის მოსურნე არაადამიანს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 06 ივნისი 2024, 13:32
იცნობდეთ ენჯეოელ ვინმე გიორგი რუხაძეს ანუ იგივე ყორღანაშვილს! იცოდეთ, ეგ სუბიექტი არის მორიგი მოღალატე, აი ისეთივე, რომელმაც 1795 წლის 12 სექტემბერს  უკან გაბრუებული აღა-მაჰმად-ხანი უკან შემოაბრუნა. ერეკლეს ჯარი არ ჰყავს და  თბილისი ააოხრეო! -  ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის განცხადებას - "ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი".

ექსპერტის განცხადებით, განცხადებით, საზოგადოება უნდა იცნობდეს და უფრთხილდეს ადამიანს, რომელსაც ფულის გამო საქართველოს განადგურება და თბილისში მაიდანის ნახვა სურს. 

"იცნობდეთ ენჯეოელ ვინმე გიორგი რუხაძეს ანუ იგივე ყორღანაშვილს!
იცოდეთ ეგ სუბიექტი არის მორიგი მოღალატე, აი ისეთივე, რომელმაც 1795 წლის 12 სექტემბერს  უკან გაბრუებული აღა-მაჰმად-ხანი უკან შემოაბრუნა. ერეკლეს ჯარი არ ჰყავს და  თბილისი ააოხრეო!
მორიგი ბერბიჭაშვილი, რომელმაც ილიას ესროლა!
მორიგი "ღირსეული" მემკვიდრე ნკვდ-ელი რუხაძის,  რომელიც "ტროიკ"-ბით ხვრეტდა ადამიანებს!
მორიგი ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც 1956 წლის 9 მარტს რუსთაველზე უმოწყალოდ დახვრიტა და მტკვარში გადაყარა ქართველი ახალგაზრდები!
მორიგი როდიონოვი, რომელმაც 9 აპრილს სისხლში აცურავა საქართველო!
მორიგი  სიგუა-კიტოვანი, რომელთაც ტყვიებით და ზარბაზნებით  "დახატეს" რუსთაველი!
მორიგი სააკაშვილი, რომელმაც ქუჩაში ახალგაზრდების მასობრივად დახვრეტებთან ერთად, 7 ნოემბერს და 26 მაისს საუკუნის დანაშაულები ჩაიდინა!
იცნობდეთ და უფრთხილდით! 
ფულის გამო ქართველთა სისხლსმოწყურებულ, საქართველოს განადგურების, თბილისში მაიდანის მოსურნე არაადამიანს!" -  წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი