ნანა კაკაბაძე - ჯერჯერობით, სალომე ცდილობს იყოს ოპო-პარტიების ქოლგა და შეფერებული აქვს, რომ ისინი თანახმანი არიან ზურაბიშვილი „ოდნავ მაღლა“ მდგომად აღიარონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 06 ივნისი 2024, 09:05

ახალი ლიდერის ძიებაში, მრავალ არჩევნებში, მრავალ დებატებში და მრავალ ბრძოლაში დამარცხებული ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის ახალ ლიდერს ეძებს. თავის მხრივ, ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული სალომე საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ზრუნავს და პოლიტიკურ ჯვრისწერასაც თითქოს წინ არაფერი არ უნდა ეღობებოდეს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ სალომეს პირდებიან, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტი და კონსტიტუციით განსაზღვრული სხვა წარმომადგენლები, პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით, სწორედ მას აირჩევენო. ამ ეტაპზე ნაცების ბელადიც არ არის მოვლენების ამგვარი განვითარების წინააღმდეგი, თუმცა, რა თქმა უნდა, მერე ისე მოიქცევა, რასაც უკარნახებს მიშას სიტუაცია, პირადი ინტერესების სასარგებლოდ.

თვითონ ოპოზიციას, არჩევნებში გამარჯვების არ სჯერა და ამას არც მალავენ, ისინი ღიადაც აცხადებენ, რომ არჩევნებამდე უნდა შექმნან ისეთი ვითარება, როგორიც გამსახურდიამ მოახერხა კომუნისტების წინააღმდეგ 1990 წელსო. ამით ისინი საკუთარ თავს იტყუებენ, რადგან ეროვნულ მოძრაობას იმ პერიოდში დიდი ნდობა ჰქონდა, ხოლო ხელისუფლებას დიდი უნდობლობა.

დღეს სურათი რადიკალურად განსხვავებულია. ვერავინ იტყვის, რომ ოპოზიციას ხალხში დიდი ნდობა აქვს. ისინი უბრალოდ, ცდილობენ მათ მიმართ უნდობლობის არსებობა გადაფარონ ხმაურით და მრავალრიცხოვნობის აღქმებით გაჩენით, ახალგაზრდების გულწრფელი გრძნობების ექსპლუატაციით, სინამდვილეში მათ კარგად იციან, რომ ორნიშნა პროცენტის ხმების მიღების შანსი მხოლოდ ნაცებს ექნებათ, კიდევ 2-3 პარტია შეიძლება მიუახლოვდეს ან გადალახოს 5%-იანი ბარიერი, ხოლო დანარჩენი პარტიები პარლამენტს მიღმა დარჩებიან. ოპოზიციის საქმეს ართულებს არაპროგნოზირებადი სალომეს მიერ წამოსროლილი სიურპრიზები.

ერთის მხრივ, ისინი ფიქრობენ ზურაბიშვილის რაღაცნაირ დროშად გამოყენებას, რადგან პრეზიდენტი ჰქვია და დასავლეთის ლიდერები მას არათუ ანგარიშს უწევენ, არამედ ღიად უცხადებენ მხარდაჭერას. ამიტომ ოპოზიციას უწევს ამ ფაქტორის გათვალისწინება და სალომეს ხუშტურებისთვის ფეხის აწყობა.

ოპო-პარტიებმა ჯერ ერთხმად დასხცეს მოწონების ყიჟინა სალომეს ქართულ ქარტიაზე და მხოლოდ მერე დაფიქრდნენ, ერთწლიანი პარლამენტი თუ არაფერია და ამ უცნაურმა ქალმა დააკომპლექტა მთავრობა, ვინ იქნება ამ მთავრობის მუშაობაზე პასუხისმგებელიო?

სალომემანია უფრო მეტად განელდა და თითქმის განულდა, მაშინ, როდესაც სალომემ კიდევ ერთი უცნაურობა დააბრეხვა, რეფერენდუმი უნდა ჩავატარო და ხალხს ვკითხო, როგორი კურსი უნდაო. აქ კი ვეღარ მოითმინეს ოპო-პარტიებმა და საჯაროდ ზრდილობიანად დაუწუნეს რეფერენდუმის იდეა, თუმცა, გასაგებია, რომ გულში არც ისე ზრდილობიანად შეაფასებდნენ მის ამ ბრიყვულ ნოვატორობას. მოკლედ, ჯერჯერობით შალვას ფანჩატურის სალომეს ფანჩატურით ჩანაცვლების პროცესი მძიმედ მიმდინარეობს.

ამ ფონზე სააკაშვილის სექტანტები ცდილობენ მიშას შეწყალების საკითხი აღარც კი ახსენონ, რათა კიდევ უფრო არ გაირთულონ მდგომარეობა. ისე, თუ მიშამ გირგვლიანის მკვლელების წინასწარ შეწყალებით საკუთარი განაჩენი გამოთხარა, არ არის გამორიცხული, სალომემ თავისი უცნაური, პოლიტიკურად მოტივირებული შეწყალებებით მიშას ანალოგიური ბედი გაიზიაროს. ჯერჯერობით კი სალომე ცდილობს იყოს ოპო-პარტიების ქოლგა და შეფერებული აქვს, რომ ისინი თანახმანი არიან ზურაბიშვილი „ოდნავ მაღლა“ მდგომად აღიარონ.

ძალაუნებურად, ღიმილს იწვევს იმის წარმოდგენაც, თუ როგორ დადგებიან ერთმანეთის გვერდით ქოლგა-სალომე და მისი მეტსახელის შემრქმევი, ნათლია ნიკა გვარამია. თუმცა რა, ჩვენ კი გვეცინება, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შერცხვება ერთმანეთთა ჩახუტება, რადგან მათთვის ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ყველანაირი სიმდაბლე მოსულა, ჩვენ კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მათზე ზედგამოჭრილია ქართული ანდაზა - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო“, - აღნიშნავს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი