ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენისგან მიიღო ღირსეული პასუხი ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 05 ივნისი 2024, 22:13

ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენისგან მიიღო ღირსეული პასუხი ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

„გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც. და ვინ გაამართლა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობა?

იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას იქამდე, ვიდრე პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან – ნატალია საბანაძემ.

უფრო სწორედ, მან სცადა გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული პასუხი, ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, რომელზეც ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ საბანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

„მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ამასთან, კონგრესმენმა სტივ კოენმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული განხილვისას განაცხადა, „ახლა სააკაშვილი ციხეშია, მას საშინლად ეპყრობოდნენ და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი