შალვა პაპუაშვილი - რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები, კინოთეატრებში შეზღუდვა იქნება ასაკობრივი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 05 ივნისი 2024, 13:40

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული რეგულაცია, რომელიც ეხება ინტიმური სცენების შეზღუდვას, არ ვრცელდება თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე.

პაპუაშვილის თქმით, რეგულაცია ეხება მხოლოდ მაუწყებლებს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია კანონის პროექტის დისკრედიტირებას ცდილობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას უჭირს პირდაპირ პოზიციის დაფიქსირება კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, ხვდებიან, რომ სახალხო კანონია, მათ შორის მათივე ამომრჩევლების მხარდაჭერილი, მეორე მხრივ, კი ვალდებულებები აქვთ უცხოელი მფარველების მიმართ, ცდილობენ, რაღაც ხრიკებით დაიწყონ დისკრედიტირება ან რაღაც თემების მოფიქრება კანონთან დაკავშირებით. მაუწყებელთან დაკავშირებით ვრცელდება, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები, მხოლოდ ამ მხრივ ეხება მაუწყებლებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაუწყებლებს, ტელევიზიებს ეხებათ ეს რეგულაცია.

რაც შეეხება მხატვრულ თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად, კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ შეზღუდვა იქნება ასაკობრივი, ანუ არასრულწლოვანების, 18 წლამდე ასაკის პირთა არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც ინტიმური სცენებია.  ინიცირებული პროექტით რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი