ეკა სეფაშვილი: ღალატი პირდაპირ ეთერში! სხვას ვერაფერს დაარქმევ ამერიკის კონგრესში საქართველოს ორი მოღალატის - ნატა საბანაძის და ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 05 ივნისი 2024, 13:02
 „დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გასცემს ამ საშინელ ღალატს და ისტორიულ სანაგვეზე მოისვრის ყველა მავნებელს და ქვეყნის მოღალატეს!" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი და ამით აშშ-ს კონგრესში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კოორდინატორის ივანე ჩხიკვაძის მოწმის სტატუსით გამოსვლას ეხმიანება.   ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, რომ მათი გამოსვლა სხვა არაფერია, თუ არა ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება საქართველოში და ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი.   „ღალატი პირდაპირ ეთერში! სხვას ვერაფერს დაარქმევ ამერიკის კონგრესში საქართველოს ორი მოღალატის - ნატა საბანაძის და ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას!  ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება  საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა  ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი ეს არის მოკლედ მათი გამოსვლის შინაარსი! დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გასცემს ამ საშინელ ღალატს და ისტორიულ სანაგვეზე მოისვრის ყველა მავნებელს და ქვეყნის მოღალატეს! სამშობლო ერთია და არ იყიდება!“ - წერს ეკა სეფაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი