ზაალ ანჯაფარიძე ნატალი საბანაძის კონგრესში გამოსვლაზე: მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს. აქ ვის უნდა მოაწონოს თავი? სავარაუდოდ მის ბოსს, გახარიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 05 ივნისი 2024, 10:16

ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლას.

ექსპერტი აცხადებს, რომ გახარიამ და მისმა პარტიამ ახლა საჯაროდ უნდა თქვან, იზიარებენ თუ არა საბანაძის მოხსენების შინაარსს.

„ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს.

აქ ვის უნდა მოაწონოს თავი? სავარაუდოდ მის პარტიას და მის ბოსს გიორგი გახარიას, რომლის მრჩეველიც გახლავს.
ახლა გამოვიდეს გახარია და მისი პარტია და საჯაროდ განაცხადონ იზიარებენ თუ არა ამ სისაძაგლეს და არის თუ არა საბანაძის პოზიცია თავად გახარიას და მისი პარტიის პოზიცია.

თუ ამას არ გააკეთებენ უახლოეს საათებში, მაშინ მათი დუმილი უბრალოდ თანხმობის ნიშანი იქნება. სხვა ვარიანტი არ არსებობს“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი