ვატო შაქარიშვილი - ამერიკულმა „ტროიკამ“ საბჭოთა სტილის სასამართლო მოაწყო, მიიყვანეს „მოწმეები“, ნატალია საბანაძე და ვანო ჩხიკვაძე და ცალმხრივად დააბეზღებინეს საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 05 ივნისი 2024, 00:27

ღალატი პირდაპირ ეთერში, ასეთი რამ ალბათ არავის, არასდროს უნახავს, უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოწმის სახით სხედან და საკუთარ ქვეყანას უყენებენ უსამართლო, წარმოუდგენლად აბსურდულ ბრალდებებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი აშშ-ის კონგრესში, სადაც საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს, ნატალია საბანაძის და ვანო ჩხიკვაძის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, „კონგრესში საბჭოთა სტილის სასამართლო მოეწყო, სადაც „მოწმეებს“ საკუთარი ქვეყანა ცალმხრივად დააბეზრებინეს“.

„ღალატი პირდაპირ ეთერში! ასეთი რამ ალბათ არავის, არასდროს უნახავს! უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოწმის სახით სხედან და საკუთარ ქვეყანას უყენებენ უსამართლო, წარმოუდგენლად აბსურდულ ბრალდებებს!

ამერიკულმა „ტროიკამ“ საბჭოთა სტილის სასამართლო მოაწყო, მიიყვანეს „მოწმეები“ და ცალმხრივად დააბეზღებინეს საქართველო!!! ისტორიის სახელმძღვანელოში შევა ამ ადამიანების სახელები და გვარები – ნატალია საბანაძე და ვანო ჩხიკვაძე…

აშშ-ზე, აღარაფერს ვიტყვი… ამ მომაკვდავი იმპერიის მდგომარეობაზე, დღევანდელი საცირკო წარმოდგენა ყველაზე კარგად მეტყველებს!!!

შალვა ნათელაშვილის წერილის დიდი სიამაყით აფრიალება, საბოლოო განაჩენი იყო!

ეს ყველაფერი ტრაგიკული უფრო იყო თუ კომიკური მარტივად ვერ იტყვი…“, – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი